სტილი
(10.04.2024)

როინ ქოჩორაშვილი არის ნაცი - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე საფეხბურთო ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის მამაზე საუბრისას - "გახარიას პარტიის წარმომადგენელია, რატომ გიკვირთ?..." - თქვა თბილისის მერმა როინ ქოჩორაშვილზე.

შეგახსენებთ, გიორგი ქოჩორაშვილმა გუშინ, ე.წ. თავისუფლების მარშიდან ფოტო გამოაქვეყნა - ბავშვი  ევროკავშირის დროშით ხელში.

პოზიციის დაფიქსირებიდან მალევე, გიორგი ქოჩორაშვილის "ინსტაგრამ" ანგარიში გაქრა, თუმცაიგივე ფოტო ფეხბურთელის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა "ფეისბუქზე" გაავრცელა, შემდეგ კი დაწერა:

"საქართველოს გზა ევროპაშია!!!...

ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე