სტილი
(07.06.2021)

ულამაზესი ქართველი მოდელი მარიამ ხორგუაშვილი, რომლის გარეგნობამაც არა მხოლოდ საქართველოში, ძალიან ბევრ ქვეყანაში მიიპყრო ყურადღება, დაქორწინდა და მისთვის ყველაზე მთავარზე – ოჯახურ ჰარმონიასა და ბედნიერებაზე ზრუნვა საყვარელ ადამიანთან, ვაკო გიგინეიშვილთან ერთად დაიწყო.

"მეოთხე წელი დაიწყო, რაც ერთად ვართ. დაქორწინებას არ ვჩქარობდით, მაგრამ ურთიერთობამ ბუნებრივად მოიტანა ახალი ეტაპი. გადავწყვიტეთ, ნიშნობა და ხელის მოწერა ვაკოს დაბადების დღეზე გაგვეკეთებინა, მხოლოდ მეჯვარეებისა და ძალიან ახლობლების წრეში.აკოს თავიდან დიდი ქორწილი უნდოდა, მაგრამ მერე გადავწყვიტეთ, რომ უფრო მინიმალისტური გაგვეკეთებინა. თუმცა ჩემი ჯანმრთელობა ჯერ არ მიწყობს ხელს ხალხმრავალი დღესასწაულის გასამართად.ხალხმრავლობა ჩემზე უარყოფითად მოქმედებს და მინდა, ეს მდგომარეობა მინიმუმამდე დავიყვანო, რომ საკუთარი ქორწილით მაქსიმალურად ვისიამოვნო. პანიკური შეტევები დამემართა ერთი წლის წინ და დღემდე ვმკურნალობ.შეტევები შემცირდა, უკვე გარეთ გასვლაც დავიწყე და კიდევ უფრო კარგად რომ ვიქნები, ქორწილი მერე გვექნება.პირველად რომ დამემართა, მეგონა, ვკვდებოდი, გადაუდებელში ვიწექი. რომ გავიგე, რაც იყო ჩემი პრობლემა, თავიდან ძალიან მრცხვენოდა ამის აღიარება და ყველას ვემალებოდი. სხვადასხვა მიზეზს ვიგონებდი, რომ გადაღებისთვის თუ ნაცნობების მონახულებისთვის თავი ამერიდებინა. მაგრამ ერთი კვირის წინ გადავწყვიტე, ჩემი ამბავი ხმამაღლა მომეყოლა. ქენდალ ჯენერის ინტრევიუ ვნახე, ყვებოდა, რომ სამი წლის წინ პანიკური შეტევები სჭირდა. მივხვდი, რომ ამაში სასირცხვილო არაფერია. თან, იქნებ ჩემი ისტორია და გამოცდილება სხვებსაც დაეხმაროს. დიდი გამოხმაურება მოჰყვა, აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ეს პრობლემა ძალიან ბევრს აწუხებს, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ,"- ამბობს მარიამ ხორგუაშვილი.

 "ჩვენ ყველაფერი უკუღმა გავაკეთეთ. ეს, უბრალოდ, ოფიციალურობა იყო, თორემ ურთიერთობა ისევ ისეთი გვაქვს. როდესაც იუსტიციაში ხელის მოსაწერად მივედით, ვაკომ ამოიღო ბეჭედი და მაშინ მთხოვა ხელი.წინა დღეს დემესგან ავიღე გათხოვების უფლება და დიდი სიამოვნებითო, მითხრა და მოკლედ, ჩემმა შვილმა გამათხოვა. ვაკოსა და დემეს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ. თავიდან ვნერვიულობდი ამაზე. ყველაზე მეტად, ალბათ, იმაში გამიმართლა, რომ ვაკოსნაირი ადამიანი შემხვდა და მან და დემეტრემ ერთმანეთი ასე შეიყვარეს. რა თქმა უნდა, დემეს ჰყავს მამა, მაგრამ ვაკოს მის ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უკავია. მან დემე საკუთარ შვილად მიიღო და მეოთხე წელია, ჩემთან ერთად ზრდის, დემე მას, ფაქტობრივად, მეორე მამად აღიქვამს,"- აღნიშნავს მარიამ ხორგუაშვილი "თბილისელებთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე