სტილი
(07.06.2022)

2 წლის წინ, ოპერის მომღერალ ნინო სურგულაძეს ტყუპები – ნატალია და ზაქარია შეეძინა.

მომღერალი ტყუპების იუბილესთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და ნატალია და ზაქარიას ფოტოებს გვიზიარებს.

“დღეს 7 ივნისს, ზუსტად ორი წლის წინ ბუთქუჩები, ზაქარია და ნატალია დაიბადნენ და სრულიად შეცვალეს ჩემი და ჩემი მეუღლის, გიორგის ცხოვრება.

მადლობა უფალს ამ ორი უძვირფასესი საჩუქრისთვის. ზაქარიას და ნატალიას კი ვულოცავ დიდი და უშველებელი სიყვარულით! უფალი იყოს თქვენი და ყველა პატარა ანგელოზის მფარველი”,- წერს ნინო სურგულაძე.

ცნობისთვის, ნინო სურგულაძის მეუღლე იურისტი გიორგი ინწკირველია, რომელიც ცნობილი იურისტისა და მეცნიერის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის გივი ინწკირველის შვილიშვილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე