სტილი
(09.06.2022)

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე ევროპაში ელექტრონული რეცეპტის სისტემის დანერგვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას:

"ძალიან მაგარი სიახლე ინერგება ევროპაში!

 ევროპის 25 ქვეყანაში ინერგება ელექტრონული რეცეპტის სისტემა.

გარდა იმისა, რომ ენის ბარიერი მოიხსნება, ეს სისტემა მიბმული იქნება პაციენტების ელექტრონულ ბარათზე თავიანთ ქვეყანაში და ასევე დაზღვევის სისტემაზე. ანუ ეს რას ნიშნავს?! საფრანგეთში გამოწერილი რეცეპტიანი წამალი პაციენტმა შეიძლება, მიიღოს ესპანეთის აფთიაქში უპრობლემოდ, თან, თუ ამ წამალს ფარავს სადაზღვევო, მისი ანაზღაურება მოხდება ავტომატურად.

ამას ჰქვია პაციენტზე ორიენტირებული ხარისხისნი ჯანდაცვა!

საქართველოშიც შესაძლებელია პაციენტზე ორიენტირებული ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის დანერგვა!როგორ? მკითხეთ და დაგეხმარებით ამ სისტემის დანერგვაში!

ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს ფხაკაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე