სტილი
(10.06.2022)

მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც საუბრობს ქართველ ემიგრანტ ქალებზე.

"ქართველი ემიგრანტი ქალების დრამა არის ის, რომ ისინი უვლიან სხვის დედებს, მაშინ, როცა მათი მოხუცებული დედები კვდებიან მარტოობაში.

სხვაგვარად, კიდევ, ქართველი ემიგრანტი ქალების დრამა არის ის, რომ ისინი უვლიან სხვის დედებს, მაშინ, როცა თვითონ, დედები, კვდებიან მარტოობაში, შვილებისგან შორს, უცხო მიწაზე.

ჩემი ნოველას ნაწილია, არავის გამწარებას არ ვფიქრობ. რეალობაა ასეთი, მომიტევეთ", - წერს იუნა შაფათავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე