სტილი
(11.06.2022)

ჟურნალისტი - დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თსუს სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს.

„ჩემი სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა სტუდენტებს. მეამბოხეებს, რომლებსაც ორი თვეა არავინ მოუსმინა და ვინც მოუსმინა იმანაც გადააგდო. ჩემი მხარდაჭერა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ითხოვდნენ, რასაც ითხოვდნენ, რომ ბინის ქირას ვერ იხდიან და იმიტომაც ვერ ჩადიან თბილისში. ამაზე ვინმეს გიფიქრიათ? მე მიფიქრია. ბინის ქირასაც ვუხდიდით ქართველი ხალხი და ბენზინსაც და არ იკადრეს პარლამენტარებმა ქუთაისში სიარული პარლამენტისთვის და რა არის იმაში გაუგებარი, რომ სტუდენტი ვერ ჩადის თბილისში? ახლა არ გამომიხტეთ აქციის ფორმაზე. ფორმა მიუღებელია, მაგრამ პროტესტი სრულიად მისაღები. იქნებ რომ მოგვესმინა ამ ახალგაზრდებისთვის გამოსაშვები აგრესიაც არ გვქონოდა. ამაზე გიფიქრიათ? მე მიფიქრია", - წერს ლიკლიკაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე