სტილი
(20.03.2024)

ბოლო პერიოდში მოდაში შემოვიდა შვილისთვის უცნაური სახელის დარქმევა და ამაში განსაკუთრებით ე.წ. ცნობადი სახეები გამოირჩევიან. გთავაზობთ ოჯახებს, რომლებმაც ბავშვებს უჩვეულო სახელები შეურჩიეს: 

1. ნანიკო კლდიაშვილი და კახი ჟორდანია

მაკა ასათიანის უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია და მისი რჩეული ნანიკო კლდიაშვილი 2017 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ. მათ ერთი ქალიშვილი, ჰყავთ, რომელსაც ლეა დაარქვეს. ლეა ცოტა ხნის წინ 4 წლის გახდა. 

2. ანი ბებია და ილო ბეროშვილი 

მსახიობების, ანი ბებიასა და ილო ბეროშვილის წყვილი საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. ისინი ოფიციალურად დაქორწინებული არ არიან, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ეს ფაქტი ხელს არ უშლით, რომ ბედნიერი და სრულყოფილი ოჯახი ჰქონდეთ. წყვილს ორი ვაჟი ჯერი და სემი ჰყავს. 

3. ნუკი კოშკელიშვილი და ბენ ჰაიმი 

ნუკი კოშკელიშვილმა და ბენ ჰაიმმა რამდენიმე წლის წინ იქორწინეს, მათ ერთი ვაჟი, ოლივერი ჰყავთ, რომელიც ნახევდარ საქართველოში, ნახევრად კი - ამერიკაში იზრდება. 

4. გიორგი ყიფშიძე და ენი გასოევა

გიორგი ყიფშიძემ მესამედ რამდენიმე წლის წინ იქორწინა. მისი მეუღლე ენი გასოევა იყო, თუმცა წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ენის და გიორგის ორი საერთო შვილი კოსმო და ლუნა ჰყავთ. 

5. გიორგი მახარაძე და მარიამ ნადირაძე 

გიორგი მახარაძემ და მარიამ ნადირაძემ რამდენიმე წლის წინ იქროწინეს. მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ნიკა დაარქვეს. ბევრი წერდა, რომ ნიკა ბიჭის სახელია, თუმცა მშობლებისთვის ეს პრობლემა არ ყოფილა. 

6. სოფო ნიჟარაძე და მიხეილ სააკაშვილი 

სოფო ნიჟარაძისა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობა ოჯახის ფორმატში არ ჯდება, მაგრამ მათ საერთო შვილი ჰყავთ და მას ასევე უცხო სახელი ელის-მარია ჰქვია, თუმცა მას შემოკლებით ალისას და ალისკასაც ეძახიან. 

7. ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკოლოზ ნაყოფია 

ნანუკა გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე, ბიზნესმენი ნიკოლოზ ნაყოფია ამერიკაში ცხოვრობენ და შვილებსაც იქ ზრდიან. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ, რომლებსაც აივი-ნიკოლი და ავა დაარქვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე