სტილი
(27.03.2024)

თამარ მაჩიტიძე სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძისა და ნინი კვერნაძის შვილის, შაის ვიდეოს გვიზიარებს.

უსაყვარლესი გოგონას აზრით, დღევანდელ მატჩზე მამამისი 4 გოლის გატანას შეძლებდა.

,,4 გოლი იქნება დღეს! შაის გადაწყვეტილებით", - ვკითხულობთ ტექსტში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა.

საქართველო-ლუქსემბურგის მატჩზე ბუდუ ზივზივაძემ ორი შესანიშნავი გოლი გაიტანა.

დღეს ჩვენმა გუნდმა „დინამო არენაზე" ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა და პენალტების სერიაში გამარჯვების მოპოვება შეძლო.

შედეგად საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე