სტილი
(28.03.2024)

შეფმზარეული თამუნია მექერიშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით გახარებული ხალხი, იმავე ძალით გალანძღავდა მათ, წაგების შემთხვევაში.მისი თქმით, ადამიანებს, ადამიანები დროებით უყვართ.

„მწარე რეალობა.. ვიდეო შემხვდა, დამარცხებული გუნდიდან ერთ-ერთს არავინ დახვდა აეროპორტში, ოჯახის გარდა... ჩემი თავი გამახსენდა, სულ რაღაც ახლო წარსულში... როდესაც ყველა და ყველაფერი დავკარგე და თან არა ჩემი მიზეზით... გვერდით არავინ დამიდგა, არც ერთი ადამიანი, ვისაც ვიცნობდი და მიყვარდა ყველამ გამწირა და გამწია...განსაკუთრებული წვლილი „ოჯახმა" შეიტანა ამ მიტოვებაში...

წარმოდგენა არ მინდა ჩვენ ბიჭებს, რას უზამდა ეს ხალხი, რომელიც დღეს ტაშს უკრავს და დიდებას უძღვნის - სახრჩობელამდე მიაცილებდნენ მათ, წაგების შემთხვევაში... ყველა მათ შრომას და სიკეთეს წყალში ჩაყრიდნენ... არადა წაგებას ხშირად, მოგება მოსდევს და თან ორჯერ მეტი უბრალოდ, დრო სჭირდება ყველაფერს...

ადამიანებს, ადამიანები დროებით უყვართ.

ერთადერთი, ვინც არასდროს გტოვებს და ყველანაირ მდგომარეობაში უყვარხარ, რაღაც ზებუნებრივი ძალაა, რომელსაც მე უფალს ვეძახი... მე მას არასოდეს მივუტოვებივარ",- წერს მექერიშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე