სტილი
(29.03.2024)

საქართველო-საბერძნეთის ისტორიული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ საკუთარ სახლში დარჩენა შესთავაზა იმ გულშემატკივრებს, რომლებიც სასტუმროს ვერ იშოვიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძე გერმანიაში ,,კარლსრუეს" ღირსებას იცავს.

„ვულოცავ ყველას და ვინც გერმანიაში სასტუმროს ვერ იშოვით, ჩემთან სახლში გეპატიჟებით“ - თქვა ბუდუ ზივზივაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

მან ლუქსემბურგის ნაკრებთან დუბლი შეასრულა და ეროვნულ ნაკრებს ფინალში გასვლაში დაეხმარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე