სტილი
(30.03.2024)

ბლოგერი ქეთა ბაღაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ქეთა წერს, "ტიკტოკზე" პოპულარულ ქიზიყელ პაპას ოცნება აუხდება და გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე შეძლებს დასწრებას.

ქეთა წერს, რომ ამ ოცნებას ქიზიყელ პაპას მამუკა ხაზარაძე აუხდენს.

„Update: ხაზარაძე გაუშვებს

ტიკ-ტოკზე მყავს ჩემი საყვარელი ქიზიყელი პაპა. შვილიშვილი უღებს ხოლმე ვიდეოებს. ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე წასვლაო.

ძალიან ბევრი კარგი კომპანიის დამფუძნებელი და თანამშრომელი მყავს მეგობრებში. ამაზე მეტი კარგი ხალხი კიდევ თქვენ გყავთ. გავუშვათ ეს პაპა გერმანიაში, რა იქნება?

გადააშეარეთ და სთხოვეთ თქვენც, თქვენ კარგ მეგობრებს.

სანაცვლოდ მე ჩემს პლატფორმებზე ფროდაქთ ფლეისმენთს არ მოვაკლებ სპონსორ კომპანიას. ✨ პლზ პლზ პლზ“, – წერს ქეთა ბაღაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე