სტილი
(30.03.2024)

სა­ბერ­ძნე­თის და­მარ­ცხე­ბი­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფორ­ვარ­დი ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე გერ­მა­ნულ კლუბ "კარლსრუ­ეს" და­უბ­რუნ­და, სა­დაც თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა სა­ზე­ი­მო დახ­ვედ­რა მო­უ­წყვეს.

"მისი სამ­შობ­ლო სა­ქარ­თვე­ლოა. ბუ­დუს ინ­სტაგ­რამ­ზე გვხვდე­ბა, ძი­რი­თა­დად, ოჯახ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი. რო­გორც ჩანს, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის­თვი­საც ყვე­ლა­ფე­რი ცო­ლის, ქა­ლიშ­ვი­ლი­სა და ფეხ­ბურ­თის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს."

ოჯა­ხი წლე­ბის წინ შექ­მნა, მე­უღ­ლე ნინი კვერ­ნა­ძე, რო­გორც თა­ვად ბუდუ, ქუ­თა­ი­სი­დან არის. წლე­ბის წინ წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იც­ნო და ერთ გო­გო­ნას, შაის ზრდი­ან.

პო­პუ­ლა­რო­ბის შემ­დეგ მე­დია მისი სა­ხე­ლი­თაც და­ინ­ტე­რეს­და. რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლის მამა 2018 წელს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­და, შვილს მა­მის სა­ხე­ლი და­არ­ქვა.

"1994 წლის 10 მარ­ტია. მის და­ბა­დე­ბას ვე­ლო­დე­ბით, მაგ­რამ ისე­თი დროა, ვაზი სა­მუ­შა­ო­ებს მო­ი­თხოვს. სო­ფელ­ში ვარ, გა­მა­ლე­ბულ სა­მუ­შა­ო­ებს ვას­რუ­ლებ. მი­ში­კო ავა­ლი­ა­ნი და დათო გე­გე­ში­ძე გა­მოჩ­ნდნენ. გულ­მა მიგ­რძნო და ის­მის მი­ში­კოს ხმა - ბი­ჭია, ბი­ჭი­იი!

პირ­ვე­ლი რაც გა­ვი­ფიქ­რე, მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლი და ადა­მი­ა­ნო­ბა გაგ­რძელ­და. ბა­ბუ­ა­სა­ვით თა­ვა­წე­უ­ლი და­ა­ბი­ჯებს ამ ქვე­ყა­ნა­ზე. წარ­მა­ტე­ბე­ბი შენს მო­მა­ვალს!" - წერ­და კახა ზივ­ზი­ვა­ძე.

"მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლი და­ვარ­ქვი ბუ­დუს, სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ვა­ლია, მა­მას პა­ტი­ვი სცეს, თან რო­დე­საც ის ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვლე­ბა, რომ მისი სა­ხე­ლი გაგ­რძელ­დეს. ჩემ­მა შვილ­მა ეს სას­წა­უ­ლად გა­ა­კე­თა. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცებს პრე­ტენ­ზია ჰქონ­დეთ სა­ხე­ლე­ბის მო­წო­ნე­ბა­ში, მაგ­რამ მთა­ვა­რია, ადა­მი­ა­ნი და მისი ცხოვ­რე­ბა." - ამბობს კახა ზივ­ზი­ვა­ძე.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე