სტილი
(05.04.2024)

თათია თექთურმანიძემ დაახლოებით ერთი თვის წინ იმშობიარა. მას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც უჩვეულო სახელი - ელაია დაარქვა. თუ რატომ აარჩია ეს სახელი, მან გამომწერებთან ისაუბრა.

პატარა ელაია ჭურაძის ფოტოები ჯერჯერობით არ საჯაროვდება, თუმცა თათია ამბობს, რომ მალე გამოაჩენს პატარას. რაც შეეხება მის სახელს, ელაია ბასკური სიტყვიდან მოდის და მერცხალს ნიშნავს. გარდა იმისა, რომ ლამაზი სახელია, იმიტომ აარჩიეს მშობლებმა, რომ ჯერ საქართველოში არავის ერქვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე