სტილი
(09.04.2024)

დოდონა ნამორაძე ჟურნალ „თბილისელებთან" იხსენებს პერიოდს, როცა სამი წლის განმავლობაში თბილისში ქუჩის მუსიკოსი იყო.

მომღერალი პასუხობს ჟურნალისტის კითხვას, როგორი იყო ქუჩაში სიმღერისადმი მისი ოჯახის წევრების დამოკიდებულება:

„მშობლებს არასდროს ჰქონიათ იმის კომპლექსი, რომ ხიდზე ვმღეროდი, მამაჩემი ხშირად მოდიოდა იქ ჩემს მოსასმენად. მაქსიმალურად გვერდით მედგნენ და ხედავდნენ, როგორ სითბოსა და სიყვარულს მჩუქნიდნენ და როგორ მისმენდნენ საათობით გამვლელები, მათ შორის - უცხოელებიც. წინ გიტარის ქეისი გვედო, სადაც ფულს გვიდებდნენ. მე იქიდან არასდროს ამიღია თანხა, თუ ტაქსისთვის აღებულ ხუთ ლარს არ ჩავთვლით. მე ხიდზე ფულისთვის არ ვმღეროდი, არ მინდოდა, ეს ყოფილიყო ჩემი შემოსავლის წყარო, იქ მისულს ფული კი არა, ის ემოცია უფრო მაბედნიერებდა, რითაც ვიცლებოდი და ისევ თავიდან ვივსებოდი. ჩემთვის ყველაზე დიდი სცენა მშვიდობის ხიდზე დგომა და სიმღერაა..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე