სტილი
(11.04.2024)

ხულოს მუნიციპალიტეტ სოფელ საციხურში დედამთილმა რძალი მოიტაცა შვილისთვის. რძალ-დედამთილზე სიუჟეტი გადაცემა „დღის პოსტში" მოამზადეს.

ამბავი კი ასეთია:

„რძალმა, რომ დედა დამიძახა მას შემდეგ გადავწყვიტე, რომ არასდროს ვუღალატებდი. ჩემი შვილი სწავლობდა ბათუმში, გაიცნო იქ და უნდოდა, რომ ცოლად მოეყვანა. ერთ დღესაც ჩემი ბიჭი მირეკავს უნდა ჩამოხვიდე ვიოლეტას ათხოვებენო. მე ვუპასუხე - რომ ჩამოვიდე რას გავაკეთებთთქო. მან მითხრა დაინახავ მაინც როგორიაო. როგორც შევიყვარე ისე გადავიყვარებ, მაგრამ შენს გარეშე ნაბიჯს არ გადავდგამო. მე ვუთხარი შენ თუ მოგწონს ცემით გადაწყვეტილებას ნუ მიიღებ მეთქი. შემდეგ დაურეკა რაღაც უნდა გითხრაო - გაიტყუა, მანქანაში ჩავაჯინეთ და წამოვიყვანეთ. მხარში ამომიდგა და ძალიან ვამაყობ მისით ყველა დედამთილს ვუსურვებ ასეთ რძალს", - ჰყვება თინა ვაშაყმაძე-ცეცხლაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე