სტილი
(11.04.2024)

ტელეჟურნალისტი ნათია ბანძელაძე ეხმიანება ნანუკა ჟორჟოლიანთან საკუთარ ინტერვიუს, სადაც უდიდესი ემოციებისა და სიყვარულის შესახებ ისაუბრა, რომელიც თავის გარდაცვლილ მეუღლესთან, მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილთან აკავშირებს.

ინტერვიუს ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა.

ნათია სწორედ ამ გამოხმაურებებს პასუხობს:

„წარმოუდგენელი ემოციის ქვეშ ვარ! არათუ სიტყვები, ყველა თქვენი ბგერა ჩამესმის, ვგრძნობ, ვინახავ და ვატარებ... ასე მგონია, ,,თქვენ" და გოგიჩამ დღეს მზეც კი ჩემთვის ამოიყვანეთ. ახლა, ზუსტად ვხედავ მის წყლიან თვალებს, დარცხვენილ ემოციას და გამთბარ გულს, რომელიც თითოეულ თქვენგანში ასეთი დიდი სიყვარულით შემოვიდა... ამას ვამბობ, სხვას არაფერს, ეს ადამიანი ყველგან და ყველაში დარჩა, მაგრამ მაინც ჩემი უფროა, რაა... შეგეცილებით... მხოლოდ დიდ სიყვარულში.

ვფიქრობ, ახლა მეტი პასუხისმგებლობა მაქვს კიდევ, სწორად მოვიტანო თქვენამდე მისი ადამიანური შინაარსი, დიდი ბავშვის ნამდვილი ამბავი. მადლობა, ,,გოგიჩას ელჩებო" დღეს კიდევ ერთხელ, ასე რომ გამოატარეთ თქვენში - ჩემამდე მოსასვლელად..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე