სტილი
(12.04.2024)

7 აპრილს, ბოჭორმის ქუჩა №12-ში, მაღაზია „ბეთლგრაუნდის" ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 24 წლის რატი საგანელიძე.

ახალგაზრდა ბიჭი გუშინ უკანასკნელ გზაზე გააცილეს.

ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის დედა მოქალაქეებს თანადგომისთვის საჯარო მადლობას უხდის.

„ჩემო მეგობრებო, ნაცნობებო და უცნობებო, ვინც მიცნობთ, იცით რომ არ გამოვირჩევი პოსტების წერით, არ ვიცი, ამდენი სიყვარული რით დავიმსახურე ან ჩემმა ანგელოზმა ამ მოკლე ხანში ამდენი სიყვარული სად დააგროვა

ყველას დიდ მადლობას გიხდით ჩემი გვერდში დგომისთვის, ყველას ვერ გიპასუხეთ მიყვარხართ და მეამაყება ასეთი შვილის დედა რომ მქვია", - წერს რატი საგანელიძის დედა და შვილის ერთ-ერთ ვიდეოს გვიზიარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე