სტილი
(20.04.2024)

მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ, რომელიც „ღამის შოუს" სტუმარი იყო, „ევროვიზიის" კონკურსთან დაკავშირებით მის გეგმებზე ისაუბრა.

„ჩემი „ევროვიზიაზე" წარსადგენი სიმღერა რომ დაიდო, ყველა გაოცებული დარჩა. არავინ ელოდა ასეთ სიმღერას, მინდა, ასეთივე გაოცებულები დარჩნენ, როდესაც ლაივ პერფორმანს ნახავენ. კლიპზე უფრო მაგარი ლაივ პერფორმანსი მინდა, რომ მქონდეს. ჩემ თავს ყოველთვის ვეჯიბრები ხოლმე, მინდა, იმაზე მეტი გავაკეთო ხოლმე, რაც მანამდე გამიკეთებია.

პროგრამა მაქსიმუმი გამარჯვებაა და პროგრამა მინიმუმი არ მაქვს", - აღნიშნა ნუცამ.

ნუცას „ევროვიზიაზე" წარსადგენი სიმღერა ითარგმნება, როგორც „ცეცხლის მქრობელი".

„რამდენი მომღერალიც გავუშვით არ გაამართლა და იქნებ „მეხანძრემ" მაინც გაამართლოს, აღნიშნა, გიორგი გაბუნიამ.

„ევროვიზიაზე" პროგრამა მინიმუმად გიორგი გაბუნიამ შვედეთის სახანძროში მუშაობის დაწყების ვერსია შესთავაზა ნუცას, რაზეც მომღერალმა უპასუხა, რომ „შეიძლება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე