სტილი
(24.04.2024)

კოტე თოლორდავას და მარიამ ჯოლოგუას ვაჟი, ბუკა, მშობლების მსგავსად, თავადაც მსახიობია და სერიალში „ცვალებადი ნიშნები" თამაშობს.

ის „იმედზე" ნინია ზვიადაძის რუბრიკაში საუბრობს, რომ პროფესიული კუთხით დედისგან ბევრი რამ ისწავლა:

„სერიალშიც ყველასგან დამოუკიდებლად მოვხვდი, ჯერჯერობით, რასაც ვაკეთებ, ჩემით ვაკეთებ, დედისგან ბევრი რამ ვისწავლე პროფესიული კუთხით და მაგას, რა თქმა უნდა, ვერასდროს დავუკარგავ, მაგრამ მგონი, ამ პროფესიაში შევძელი, რომ არ ვყოფილიყავი კოტეს და მარიამის შვილი. პირველი ადამიანი, ვისი აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია, არის დედა. გარდა იმისა, რომ დედაა და კარგი მსახიობია, ჩემი პედაგოგიც იყო სტუდიაში რაღაც პერიოდი. ძალიან კი ცდილობს, რომ ობიექტური იყოს, მაგრამ ზოგჯერ არ გამოსდის..."

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე