სტილი
(07.05.2024)

ლევან საგინაშვილი, იგივე ჰალკი პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს. ის მცირე ხნის წინ რჩეულზე დაქორწინდა, თუმცა ჟურნალ „გზას" უყვება იმის შესახებ, რომ მეორე ნახევარს 15 წელია იცნობს და ის და ლელა ჯამასპიშვილი უკვე წელიწადნახევარია, რაც ერთად არიან:

„დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ, დაახლოებით 15 წელია. თავიდანვე მომეწონა, რადგან ძალიან ლამაზი და კარგი გოგოა. პირველად მისი თვალები მომეწონა, მერე თანდათან მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, კარგა ხანს პაუზაც გვქონდა, მაგრამ სოციალური ქსელით მაინც ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. ის პროფესიით ფინანსისტია, მუშაობაც უნდა, მაგრამ მე უარს ვეუბნები. სახლში იმდენ რამეს აკეთებს და ისე მეხმარება, რომ მის გარეშე გამიჭირდება, ამიტომ ძირითადად, მე მეხმარება...

როცა პროფესიულ სპორტში ხარ, დიდი სტრესი და ფსიქოლოგიური დატვირთვა გიწევს, რაც შენს ოჯახსა და მეორე ნახევარზეც გადადის. ამ გზის გავლა ერთად გვიწევს და ჩემი მეუღლე ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ყველაფერი შემიმსუბუქოს..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე