სტილი
(04.06.2021)

ინგა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად 14 წლის წინ, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იც­ვა­ლა. ქალი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სწავ­ლა­სა და კა­რი­ე­რა­ზე ფიქ­რობ­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა... ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტის შონ ქერ­სის გრძნო­ბე­ბი იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ წყვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია სვე­ტი­ცხო­ველ­ში ჯვრის­წე­რით გაგ­რძელ­და. შონ და ინგა ქერ­სე­ბი უკვე წლე­ბია ამე­რი­კა­ში ცხოვ­რო­ბენ. მათი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ძა­ლი­ან ფე­რა­დია, ზრდი­ან ორ შვილს, მოგ­ზა­უ­რო­ბენ.

ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე, მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბით: "ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბა ფუ­ჭია, სათ­ნო­ე­ბის გა­რე­შე", რა­საც ჩემი მშობ­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად გვახ­სე­ნებ­დნენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ფი­ლო­სო­ფი­ის სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა და ბიზ­ნეს მე­ნე­ჯმენ­ტის გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღე. პა­რა­ლე­ლუ­რად ვსწავ­ლობ­დი უცხო ენებს და ვმუ­შა­ობ­დი თარ­ჯიმ­ნად. პა­ტა­რა ასაკ­ში რთუ­ლი იყო სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო სამ­სა­ხუ­რი­სა და სწავ­ლის და­ბა­ლან­სე­ბა. ცოტა დრო მრჩე­ბო­და მე­გობ­რე­ბი­სა და გარ­თო­ბის­თვის, თუმ­ცა ად­რე­ულ ასაკ­ში­ვე მქონ­და გა­აზ­რე­ბუ­ლი, რომ სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა და ბევ­რი შრო­მა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო წარ­მა­ტე­ბის­თვის.

 ჩვე­ნი გაც­ნო­ბის ის­ტო­რია ფილ­მის სი­უ­ჟეტს მო­გა­გო­ნებთ. შონი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვი­ცა­ნი. ჩემი იმ­ჟა­მინ­დე­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებ­და, 23 წლის ასაკ­ში ოჯა­ხის შექ­მნა­ზე არც მი­ფიქ­რია. ერთ დღეს, მე­გო­ბარ­მა ვახ­შამ­ზე დამ­პა­ტი­ჟა, ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე და უარი ვუ­თხა­რი, რად­გან მე­ო­რე დღეს გა­მოც­დე­ბი მე­წყე­ბო­და, თუმ­ცა ბო­ლოს მა­ინც და­მი­თან­ხმა, რომ ცოტა ხნით მა­ინც მივ­სულ­ვი­ყა­ვი. ვახ­შამ­ზე მიწ­ვე­უ­ლი იყო შო­ნიც. მის­ვლის­თა­ნა­ვე გა­მეც­ნო, ბევ­რი ვი­ლა­პა­რა­კეთ, ისე­თი შეგ­რძნე­ბა და­მე­უფ­ლა, თით­ქოს დიდი ხნის მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით. ად­ვი­ლად მი­სახ­ვედ­რი იყო, რომ მოგ­ვე­წო­ნა ერ­თმა­ნე­თი. შონი იმ დროს სამ­ხედ­რო დიპ­ლო­მა­ტი იყო, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მი­სი­ით გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლო­ში. დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას მთხო­ვა, რომ მე­ო­რე დღეს შევ­ხვედ­რო­დი, რა­ზეც უარი ვუ­თხა­რი, რად­გან მთე­ლი დღე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მან ჩემი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა მე­ო­რე დღეს­ვე მო­ა­ხერ­ხა მის­თვის უცხო ქვე­ყა­ნა­ში - გა­ღი­მე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კა­რებ­თან დამ­ხვდა, სი­ცი­ლით მი­თხრა, რომ მთე­ლი ღამე ვერ და­ი­ძი­ნა, დაღ­ლი­ლი იყო, მაგ­რამ ასე­ვე ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი.ასე და­ი­წყო ჩვე­ნი თავ­გა­და­სა­ვა­ლი და სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია. მოკ­ლე დრო­ში შეძ­ლო და­ვერ­წმუ­ნე­ბი­ნე, რომ ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იპო­ვა.

ამჟამად მყავს ორი შვილი: თერ­თმე­ტი წლის ქრე­ი­გი და ექ­ვსი წლის ჰოლი. ქრე­ი­გი და­კა­ვე­ბუ­ლია სპორ­ტით ძა­ლი­ან კარ­გად სწავ­ლობს და ასე­ვე გა­ტა­ცე­ბუ­ლია პლა­ნე­ტე­ბის შეს­წავ­ლით და მეც­ნი­ე­რე­ბით. ჰოლი, ამ­ჟა­მად მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბობს, თუმ­ცა რო­გორც ყვე­ლა ექ­ვსი წლის გო­გო­ნას ოც­ნე­ბე­ბი, მი­სიც ხში­რად იც­ვლე­ბა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე